გატეხა

გატეხა –  დამტვრევა, დამსხვრევა, ძალით, დაწოლით ან დარტყმით ნაწილებად ქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, სრულდება   მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გატაცება

გატაცება  – ძალით, სწრაფად ან მალულად, ქურდულად წაღება ან წაყვანა, მოტაცება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია წინ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა: ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

გატაცება

გატაცება –  ძალით, სწრაფად ან მალულად, ქურდულად წაღება ან წაყვანა, მოტაცება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, შუა თითები ქვევითაა ჩაწეული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა: ცერი და შუა თითები ერთმანეთს ეხება რამდენჯერმე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გატარება

გატარება  – ტარებით, გავლით წაყვანა, წაღება, ნების, საშუალების მიცემა გაიაროს, გაშვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვნივ გადაადგილდება და თან მიაქვს მარცხენა ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გასწრება

გასწრება  – სხვაზე სწრაფად წასვლა, სხვაზე წინ წასვლა, უკან ჩამოტოვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხნივ გაწეული ხელები ახლოსაა ერთმანეთთან მიტანილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გასუქება

გასუქება   –  მსუქნად გახდომა, ხორცის შემატება, წონაში მომატება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია თეძოების დონეზე.

Categories

გასწორება

გასწორება  – სწორად ქცევა, სწორი სახის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გასუფთავება

გასუფთავება  –  გაწმენდა, ჭუჭყის მოცილება, დალაგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასწორება“ / „დალაგება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ … Read more

Categories

გასული

გასული  –  წასული, ჩავლილი, გარდასული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა  მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით … Read more

Categories

გასტუმრება

გასტუმრება –   ვინმეს გაშვება, გამგზავრება, გაგზავნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ორივე ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გასტუმრება

გასტუმრება  –  ვალის გადახდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვალი“ – გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი  თითებით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასტუმრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

გასკდომა

გასკდომა  –  სკდომით გაყოფა, გაპობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართული და  ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გასინჯვა

გასინჯვა –  შემოწმება, დათვალიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აბა“  – მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

გასიება

გასიება  – სხეულის შებერვა, ზომაში გადიდება, დასიება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გასვენება

გასვენება – მიცვალებულის დასაკრძალავად, დასამარხავად გატანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით და ერთმანეთზე დაწყობილია ხელები, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories