გატაცება

1

გატაცება  ძალით, სწრაფად ან მალულად, ქურდულად წაღება ან წაყვანა, მოტაცება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია წინ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა: ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.