ერთმანეთი

ერთმანეთი  –  ერთიმეორე, ურთიერთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ერთიანობა

ერთიანობა  – მთლიანობა, ერთობა, განუყოფლობა, მონოლითურობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთისკენ და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ქვევით დაშვებული თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ერთი

ერთი –  რაოდენობითი რიცხვითი სახელი,  რიცხვთა შორის პირველი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ერთ-ერთი

ერთ-ერთი  –  ერთი მათგანი, ორიდან ერთი, ბევრთაგან ერთი რომელიმე, ერთი მრავალთაგანი   ორხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში იმავე პოზიციაში, იმავე კონფიგურაციით წარმოდგენილია მარცხენა ხელი.  ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ერთგული

ერთგული   –   თავდადებული, უღალატო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“  – ხელისგული გაშლილია თითები სხეულისკენაა მიმართული და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

ერთგულება

ერთგულება – უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალვა, თავდადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ – სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს. ჟესტი … Read more

Categories

ერთადერთი

ერთადერთი –  მხოლოდ ერთი, მარტო ერთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ერთად

ერთად  –  ერთმანეთის (ან სხვების) გვერდით, ერთმანეთის თანხლებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით მიმართულია წინ, ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთთან ახლოსაა მიტანილი და ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ერი

ერი    ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ერბო

ერბო  – გადამდნარი კარაქი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა სპირალური ტრაექტორიით და ხელი რამდენჯერმე ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ენძელა

ენძელა  –  გაზაფხულის პირველი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით შეკრულია წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

ენერგია

ენერგია  – მუშაობის შესრულების უნარი, მოქმედების უნარი, მხნეობა, ძალა, ძალ-ღონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ენერგია

ენერგია – ელექტოენერგია     ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ენა

ენა  1. პირის ღრუში მოთავსებული მეტად მოქნილი და მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელიც გემოს გამგები და სამეტყველო ბგერათა მაწარმოებელია; 2. ენა არის ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების საშუალება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითები ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ელიტა

ელიტა –  ადამიანთა დაწინაურებული, წარმატებული ჯგუფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზოგადოება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ხელები ერთმანეთს უახლოვდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ – ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი … Read more

Categories