ბორკილი

ბორკილი  _ ჯაჭვით შეერთებული რკინის რგოლები, რომელთაც ხელებზე ან ფეხებზე ადებდნენ შეპყრობილ მძიმე დამნაშავეებს ან მონებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა მაჯაზე, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება ხელების პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბულიონი

ბულიონი  _ ხორცის ნახარში,  წვნიანი     ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბუ

ბუ   _  ღამის მტაცებელი ფრინველი, აქვს დიდი თავი და დიდრონი თვალები, მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება თვალების გარშემო, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბლანკი

ბლანკი  _  1. ქაღალდის ფურცელი, რომლის თავზეც დაბეჭდილია დაწესებულების ან ფირმის რეკვიზიტები; 2. ნაბეჭდი ფურცელი (ტრაფარეტი), რომლის ცარიელ ადგილებს ავსებენ სათანადო ჩანაწერებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული … Read more

Categories

ბიძგი

ბიძგი  _  ხელის ან მხრის კვრა, იმპულსი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვებენელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბეცი

ბეცი _  სუსტი მხედველობის მქონე, ახლომხედველი, ცუდად მხედველი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ბელი

ბელი  _ დათვის ნაშიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ბე

ბე _   თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი … Read more

Categories

ბატკანი

ბატკანი  _   ცხვრის ნაშიერი ექვს თვემდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური  სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად … Read more

Categories

ბარათი

ბარათი  _ წერილი,  პატარა ზომის ფურცელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბაჟე

ბაჟე  _   უმად შეკმაზული ნიგვზისა და ნივრის საწებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, არათითი და შუათითი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები, ბოლო ფაზაში ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და ზევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ბელი

ბელი   დათვის ნაშიერი   ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე. … Read more

Categories

ბე

ბე    თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან … Read more

Categories

გაღრმავება

გაღრმავება  – 1. სიღრმის მომატება, ღრმად გახდომა;  2.  გაზრდა, გაძლიერება, გაფართოება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით და მოხრილი მუჭით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამხიარულება

გამხიარულება  –   მხიარულ ხასიათზე დადგომა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელები, მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი სახესთან ახლოსაა განთავსებული, მარცხენა კი წინ არის გამოწეული, სრულდება ხელების მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories