სახსარი

სახსარი  –   ძვლების დაბოლოებათა მოძრავი შეერთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, ხელები ერთმანეთზე გადაჭდობილია შუა და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საჭე

საჭე  –    ავტომობილის (გემის, თვითმფრინავის) მოძრაობის სამართავი მოწყობილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

საცივი

საცივი   –  ინდაურის ან ქათმის სქელწვნიანი შეჭამანდი ნიგვზით, ძმრითა და სხვადასხვა სანელებლით შეზავებული ქართული ეროვნული საჭმელი, რომელიც ცივად იჭმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნიგოზი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ლოყას, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

საშუალება

საშუალება  _ იარაღი, ძალა ან ხერხი რისამე შესასრულებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და ორგან ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საშუალება

საშუალება  –   რითაც, რა გზითაც, რის შემწეობითაც შეიძლება მიაღწიონ რასმე; იარაღი ან ხერხი რისამე შესასრულებლად; შესაძლებლობა, გასაქანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სასწორი

სასწორი _  საგნების ასაწონი, სხეულთა სიმძიმის, წონის გასაზომი ხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სასადილო

სასადილო  _  სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, ორივე ხელით სინქრონულად … Read more

Categories

სანქცია

სანქცია  – 1. ზემდგომი ინსტანციის მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, დადასტურება, თანხმობის მიცემა, მოწონება; 2. დაჯარიმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები რკალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება სინქრონულად, ბოლო ფაზაში ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანთებელა

სანთებელა  _  ჯიბით სატარებელი პატარა ხელსაწყო სიგარეტის მოსაკიდებლად   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და ზევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი ასრულებს განმეორებად მოძრაობს ზევით-ქვევით და იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სამძიმარი

სამძიმარი  _  ჭირისუფლის მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამშობლო

სამშობლო _ ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ის ითვლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათესავი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ … Read more

Categories

როიალი

როიალი _  ფორტეპიანო, კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლეობითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „როიალის ფორმა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

რენტგენი

რენტგენი _  სხივებით გასაშუქებელი სამედიცნიო დიაგნოსტიკური აპარატი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რა

რა  _  კითხვითი ნაცვალსახელი, იხმარება ყველაფრის მიმართ გარდა ადამიანისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პროცესორი

პროცესორი _  კომპიუტერის ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული  გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ყუთი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, … Read more

Categories