ხატი

ხატი   _    ღვთაების ან წმინდანის სურათი.   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სურათი“ _ ერთმანთისკენ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, სახის წინ, … Read more

Categories ხ

ხარჯი

ხარჯი   _  გასავალი, დანახარჯი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ხ

ხარშვა

ხარშვა  _ დუღებით კეთება, მზადება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ხ

ხარისხი

ხარისხი _  რისამე შედარებითი ღირსება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საუკეთესო“ _ სხეულისკენ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება  გაშლილი და სახისკენ მიმართული თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხარისხი“ _ გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა … Read more

Categories ხ

ხარბი

ხარბი  _   მეტად ბევრის მსურველი, გაუმაძღარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ხ

ხანჯალი

ხანჯალი  _  ბრტყელი, ორპირი, წვეტიანი იარაღი, სატევარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, … Read more

Categories ხ

ხანძარი

ხანძარი _   დიდი, გამანადგურებელი ცეცხლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories ხ

ხანი

ხანი _    დროის მონაკვეთი, დრო, ჟამი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(დროის) განმავლობა“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. … Read more

Categories ხ

ხანგრძლივი

ხანგრძლივი _   რაც დიდხანს გრძელდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგრძელება“ _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. … Read more

Categories ხ

ხალხმრავლობა

ხალხმრავლობა _    მრავალი ხალხის თავმოყრა, ხალხის სიმრავლე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“ _  მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაზარი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი … Read more

Categories ხ

ხალხი

ხალხი  _ ადამიანთა სიმრავლე, მრავალი ადამიანი ერთად, ადამიანები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories ხ

ხალისი

ხალისი  _    მონდომება, გაკეთების სურვილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ხ

ხალათი

ხალათი  _    აღმოსავლური გრძელი და ფართო ზედა ჩასაცმელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება დაახლოებითი, სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ხ

ხათრი

ხათრი   _   პატივისცემა, თავაზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული რკალური … Read more

Categories ხ

ხაზი

ხაზი  _  ვიწრო ზოლი რისამე ზედაპირზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ხ