ხალხმრავლობა

7

ხალხმრავლობა _    მრავალი ხალხის თავმოყრა, ხალხის სიმრავლე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“ _  მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაზარი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზევითაა განთავსებული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.