განაწილება

განაწილება  –  დაყოფა და დარიგება, ყველასთვის თავ-­თავისი წილის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა – მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.

Categories

განაწესი

განაწესი  –  იურიდიული დოკუმეტი ამა თუ იმ იურიდიული პირის უფლება-მოვალეობათა შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანონი“ / „დებულება“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია წინ, ხელები თითების წვერებით ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

განაჩენი

განაჩენი  –  სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ, სასჯელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი  და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება სხეულთან ახლოს განთავსებული მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განათლებული

განათლებული –  სწავლამიღებული, ცოდნის მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ / „მეცნიერება“ – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ –  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

განათლება

განათლება  –    სწავლის, ცოდნის მიღება   ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს;  ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

განათება

განათება  –   გაშუქება, სინათლის მიღება       ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

განაზება

განაზება  –  ნაზად, ფაქიზად მოქცევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები და არათითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

განადგურება

განადგურება   –   ამოხოცვა, ამოჟლეტა, მოსპობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განადგურება

განადგურება  –   ამოხოცვა, ამოჟლეტა, მოსპობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას სხეულისკენ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად და ხელი განთავსებულია გაშლილ მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამხმარი

გამხმარი –   გამომშრალი, გამოფიტული პური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პური“  –  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარცხენაზე განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას უკან, სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“  –   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იდენტური კონფიგურაციით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

გამხმარი

გამხმარი  –  გამომშრალი, გამოფიტული, დამჭკნარი ყვავილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მომდევნო ფაზაში ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გამხმარი

გამხმარი  –  გამომშრალი, გამოფიტული ხე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  –  მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ხელი იდაყვშია მოხრილი, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ქვევითაა მიმართული და თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშრალი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, … Read more

Categories

გამხმარი

გამხმარი –   გამომშრალი, გამოფიტული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მცენარე“ – იდაყვში მოხრილია ხელები, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშრალი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

გამხიარულება

გამხიარულება  –   მხიარულ ხასიათზე დადგომა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელები, მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი სახესთან ახლოსაა განთავსებული, მარცხენა კი წინ არის გამოწეული, სრულდება ხელების მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გამხელა

გამხელა  –    საიდუმლოს, დაფარულის თქმა, გამოაშკარავება, გამჟღავნება, გაცხადება, სააშკარაოზე გამოტანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ზევით აღმართული საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახსნა“  –   ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories