განაწესი

4

განაწესი   იურიდიული დოკუმეტი ამა თუ იმ იურიდიული პირის უფლება-მოვალეობათა შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანონი“ / „დებულება“ მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია წინ, ხელები თითების წვერებით ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წესი“ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.