გამხელა

1

გამხელა  –    საიდუმლოს, დაფარულის თქმა, გამოაშკარავება, გამჟღავნება, გაცხადება, სააშკარაოზე გამოტანა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ზევით აღმართული საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახსნა“  –   ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.