სიბნელე

სიბნელე  _  ბნელის თვისება, ბნელობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები ფალანგებში მოხრილია და ხელები ოდნავ ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

სიბინძურე

სიბინძურე   _   უწმინდურობა, უსუფთაობა, ბინძურობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სიბერე

სიბერე _   მოხუცებულობა, ბებრის ასაკი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

სიარული

სიარული _  ნაბიჯების გადადგმით მოძრაობა, ადგილის გადანაცვლება, სვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სიამოვნება

სიამოვნება  _  კმაყოფილების გრძნობა, სიამე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემრიელი“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სასიამოვნო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს და ქვევით … Read more

Categories

სვლა

სვლა _  სიარული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარცხენა ხელი წინ გადაადგილდება და ეხება მარჯვენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სვეტი

სვეტი _  სწორი, ცილინდრის ფორმის ძელი, ქვის ან აგურის კოლონა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სეტყვა

სეტყვა  _ ატმოსფერული ნალექები, რომლებიც ყინულის პატარა მარცვლების სახით მოდის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს ზევით მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება დიდი ამპლიტუდის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

სესია

სესია _   1.პერიოდული სამუშაო სხდომები; 2.საგამოცდო პერიოდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიარული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი … Read more

Categories

სერიოზული

სერიოზული _  დინჯი, აუჩქარებელი, არაფუქსავატი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სერია

სერია _ 1. ერთგვარი ან ერთნაირი ნიშნების მქონე საგნების, მოქმედებათა, ცნებათა ჯგუფი, მწკრივი; 2.ფილმის ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სენი

სენი   _    ჯანმრთელობის დარღვევა, ავადმყოფობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ეხება გაშლილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სემინარი

სემინარი _   უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა ჯგუფური, სასწავლო-თეორიული მეცადინეობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და  საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

სემესტრი

სემესტრი _   სასწავლო წლის ნახევარი უმაღლეს სასწავლებელში ან ტექნიკუმში   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

სეირნობა

სეირნობა _  გასართობად ან დასვენებისათვის ღია ცის ქვეშ, ჰაერზე ნელა სიარული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories