ქალა

ქალა  _   ადამიანის ან ცხოველის თავის ჩონჩხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური,მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

ქათამი

ქათამი  _   მომცრო, შინაური, კაკანა ფრინველი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქადაგება

ქადაგება  _   ეკლესიაში წარმოთქმული რელიგიურ-დამრიგებლობითი შინაარსის სიტყვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ –  წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება (ამბის)“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

ქადა

ქადა  _  ნამცხვარი, რასაც გულად აქვს ცხიმში ასვრემილი, მოხალული ფქვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამცხვარი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ნამცხვრის) ფორმა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ … Read more

Categories

ფხორვა

ფხორვა _  ბუმბულის ან ბეწვის შლა, ჭიმვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ინდაური“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაფხორვა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი, ზევით აღმართული თითებით და … Read more

Categories

ფხიზელი

ფხიზელი _   ვისაც ან რასაც არა სძინავს, მღვიძარე, არა მთვრალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

ფხვნილი

ფხვნილი _  ნაფშვენი, ნაფხვენი სარეცხის საშუალება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რეცხვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებთ, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი … Read more

Categories

ფხანა

ფხანა  _  ხელის და ფრჩხილების სმა ქავილის გასაქარვებლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფხა

ფხა _   თევზის წვრილი ძვალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ცერი ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

ფქვილი

ფქვილი _   წმინდა ფხვნილად, მტვრად ქცეული მარცვლეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ფუღურო

ფუღურო _   სიცარიელე, სიღრუე, გამოღრუტნული (ხეში)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მარცხენა იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული წინაა … Read more

Categories

ფუტკარი

ფუტკარი  _  მწერი, რომელიც ნესტარით აგროვებს ყვავილის ნექტარს და აკეთებს თაფლს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბენა“_  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი და ცერი თითები … Read more

Categories

ფურცელი

ფურცელი  _  თაბახი,  ქაღალდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ფურთხი

ფურთხი _  პირიდან გამოყოფილი ნერწყვის გროვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია  ბაგეების წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია  საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ფული

ფული  _  ლითონის ან ქაღალდის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ღირებულების საზომს ყიდვა-გაყიდვისას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories