ფხა

3

ფხა _   თევზის წვრილი ძვალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ცერი ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.