მომთმენი

მომთმენი –  ვინც (ან რაც) მოითმენს, ვისაც (ან რასაც) მოთმენა შეუძლია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“– სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აღმართული ცერი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

მომენტი

მომენტი –  დროის უმოკლესი მონაკვეთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მომაკვდავი

მომაკვდავი   –    ვინც ან რაც კვდება, სიკვდილის პირს მიმდგარი, სულთმობრძავი   რთული ჟესტის ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მალე“ / „ჩქარა“  – ხელისგულები ქვევითაა მიმართული, … Read more

Categories

მომაბეზრებელი

მომაბეზრებელი  – ვინც ან რაც (თავს) აბეზრებს ვისმე, დამღლელი, აბეზარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მობეზრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყელში ამოსვლა“ – … Read more

Categories

მოლხენა

მოლხენა –      მხიარულება, დროს ტარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები იდაყვებში იხრება და ხელისგულები თავს უახლოვდება მონაცვლეობით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

მოლოდინი

მოლოდინი –   ცდა, ლოდინი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოლი

მოლი  –  ახლად ამოსული ხშირი და წმინდა ბალახი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ – ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ / „მცენარე“ – … Read more

Categories

მოლარე

მოლარე  –  პირი, რომელიც განაგებს სალაროს, ფულის გაცემა-მიღებას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სალარო“ – ზევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. … Read more

Categories

მოლაპარაკება

მოლაპარაკება –  რაიმე საკითხზე შეთანხმების მისაღწევად გამართული აზრთა გაცვლა-გამოცვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ლაპარაკი“  –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია … Read more

Categories

მოლაპარაკე

მოლაპარაკე  –  ვინც ლაპარაკობს, მთქმელი, მოსაუბრე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლაპარაკი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

მოლანდება

მოლანდება  – მოჩვენება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიზმარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და შუბლზე მიდებული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი … Read more

Categories

მოკრეფა

მოკრეფა  – ბევრი რისამე (ხილის, ყვავილის და მისთ.) მოწყვეტა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება  მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოკლედ

მოკლედ  –  შემოკლებულად, შემცირებულად, დაპატარავებულად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, ბოლო ფაზაში ორივე ხელი მუშტად შეკრული თითებითაა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოკლე

მოკლე –  რასაც მცირე სიგრძე აქვს, სიგრძით პატარა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მოკვლა

მოკვლა  – სიცოცხლის მოსპობა, შეწყვეტა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories