მომაკვდავი – ვინც ან რაც კვდება, სიკვდილის პირს მიმდგარი, სულთმობრძავი
რთული ჟესტის ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მალე“ / „ჩქარა“ – ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი თითით ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
