მოლი

1

მოლი    ახლად ამოსული ხშირი და წმინდა ბალახი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ / „მცენარე“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.