ვერ

ვერ –    უარყოფითი ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ მოქმედების შესრულება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ვენა

ვენა –   სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიდან მიედინება გულისაკენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელის ზედაპირზე მაჯასთან წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ველი

ველი –  დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ – … Read more

Categories

ვალი

ვალი  – სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი   ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი თითებით ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

Categories

ვულკანი

ვულკანი  – მთა, სადაც მიწის წიაღიდან გავარვარებული გამდნარი ლავა და  გაზები ამოინთხევა, ცეცხლის მფრქვევი მთა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში  იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოფრქვევა“ – … Read more

Categories

ვრცელი

ვრცელი –  ფართო, სიგრძე-სიგანით დიდი,  დიდ სივრცეზე გადაშლილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვნება

ვნება  –  გზნება, ძლიერი, თავდავიწყებითი გრძნობა,  უზომო გატაცება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში … Read more

Categories

ვიწრო

ვიწრო  – მცირე ფართობის მქონე, გარდიგარდმო მცირე ზომისა, არაგანიერი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება ჯერ დაახლოებითი, შემდეგ წინ მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვიწრო

ვიწრო  – მცირე ზომისა, მცირე განისა, არაგანიერი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და ერთმანეთს მჭიდროდ ეხება, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ცვლიან პოზიციებს: ჯერ მარჯვენა ხელია ზემოთ განთავსებული, შემდეგ  – მარცხენა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვიტამინი

ვიტამინი –  ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასსრგებლო ნივთიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვიღაც

ვიღაც –    ვინმე, ეს ნაცვალსახელი იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

ვისი

ვისი  –    რომელი ადამიანის?  მხოლოდ ადამიანის კუთვნილების კითხვითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება” –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული … Read more

Categories

ვის

ვის   –   რომელ ადამიანს?  მხოლოდ ადამიანის მიმართ იხმარება ეს კითხვითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია … Read more

Categories

ვირთხა

ვირთხა  – ვირთაგვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თაგვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველის კბილები“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი … Read more

Categories

ვიოლინო

ვიოლინო  – მაღალი ტემბრის მქონე ოთხსიმიანი საკრავი, რომელზედაც უკრავენ ხემით (ქამანით)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  წინ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories