უკმაყოფილო

უკმაყოფილო  _ ვინც კმაყოფილი არ არის, ნაწყენი, გულნაკლული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმაყოფილი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი, მარცხნივ მიმართული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი … Read more

Categories

უკლებლივ

უკლებლივ  _  სრულად, ყველა ან ყველაფერი გამონაკლისის გარეშე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „უარყოფითი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

უკვე

უკვე _   მიუთითებს რაიმე მოქმედების დასრულებაზე, კარგა ხანია, რა ხანია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უკვდავება

უკვდავება  _   უკვდავად ყოფნა, მარად არსებობა, მარადიულობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უვადო“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული არათითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა არათითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

უკბილო

უკბილო  _ ვისაც ან რასაც კბილები არა აქვს, კბილებჩაცვივნული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

უკან

უკან  _ იმის მოპირდაპირე მხარეს, საითაც პირი აქვთ, ზურგისაკენ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია ცერი, ლოყასთან ხელი უკან და მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

უიმედო

უიმედო  _ ვისაც იმედი არა აქვს, იმედდაკარგული, სასოწარკვეთილი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

უთო

უთო  _  გლუვძირიანი, სახელურიანი გასახურებელი ხელსაწყო თეთრეულისა და ტანისამოსის გასასწორებლად, გასატკეცად     ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ;  მარჯვენა ხელი  მარცხენა ხელისგულის ზემოთ ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

უთვისტომო

უთვისტომო _  ვისაც თვისტომი არა ჰყავს, უნათესაო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უთნახმოება

უთნახმოება   _  შეთანხმების ვერ მიღწევა, აზრთა სხვადასხვაობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და … Read more

Categories

უთანასწორო

  უთანასწორო    _    არათანაბარი, არატოლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „უდრის“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და … Read more

Categories

უზრუნველი

უზრუნველი  _ ვინც არაფერზე ზრუნავს, უდარდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცოცხლე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ ტუჩის კუთხესთან მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს … Read more

Categories

უზრდელი

უზრდელი   _  თავხედი, თავაზიანობას მოკლებული, ბრიყვი, ტუტუცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

უზომო

უზომო  _ ძალიან დიდი, განუზომელი, უსაზღვრო, უკიდურესი   ორნაწილიანი, ორხელიანი ასიმეტრიული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ _ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან … Read more

Categories

უზარმაზარი

უზარმაზარი _ ძალიან დიდი, მეტის მეტად დიდი   ორნაწილიანი, ორხელიანი ასიმეტრიული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ _ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან … Read more

Categories