უზრუნველი

2

უზრუნველი  _ ვინც არაფერზე ზრუნავს, უდარდელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცოცხლე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ ტუჩის კუთხესთან მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია წელისა და სახის დონეზე.