თანამედროვე

თანამედროვე  – ვინც ან რაც აწმყო დროს, მიმდინარე ეპოქას ეკუთვნის,  ახლანდელი, აწინდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ახალი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას მარჯვნივ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

თანამდებობა

თანამდებობა  – სამსახურებრივი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე … Read more

Categories

თანამგზავრი

თანამგზავრი –   ვინც სხვასთან ერთად მგზავრობს, სხვასთან ერთად მავალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ჯერ სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, შემდეგ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თანაგრძნობა

თანაგრძნობა –  გულშემატკივრობა სხვისი დარდის, მწუხარების გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში და ხელი ისევ ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი … Read more

Categories

თანაბარი

თანაბარი  – ერთი და იმავე ზომისა, თანატოლი, თანასწორი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია წვერებით ერთმანეთთან ახლოს მიტანილი გართოდ გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამბაქო

თამბაქო –  სიგარეტი, ნიკოტინის შემცველი ერთწლოვანი მცენარის ფოთოლი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითები ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თამაში

თამაში –  თავშესაქცევი, გასართობი მოქმედება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამამი

თამამი –  ლაღი, გამბედავი     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია მუშტები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამადა

თამადა  – სუფრის (ქეიფის, ნადიმის) ხელმძღვანელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – … Read more

Categories

თაიგული

თაიგული  – ყვავილების კონა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ფალანგებში მოხრილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კონა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

თათი

თათი –  ცხოველის კიდურის ბოლო, თითებიანი ნაწილი,  ტორი    ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, იდაყვში მოხრილი ხელი ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

თათბირი

თათბირი – შეკრება რაიმე საკითხის გადასაწყვეტად, მსჯელობა, საუბარი, მსჯელობა, სჯა-ბაასი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

თათარა

თათარა  –  ნადუღი ყურძნის ტკბილისა და პურის ფქვილისაგან გაკეთებული ფაფისებური საჭმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით  მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული; ჟესტის მეორე … Read more

Categories

თავხედი

თავხედი –  ურცხვად თამამი, ზედმეტად კადნიერი, ზედმეტად მოურიდებელი, უტიფარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცარიელე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ქვევით … Read more

Categories

თავსატეხი

თავსატეხი –  თავსამტვრევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები გაშლილია და ეხება გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი … Read more

Categories