სიტყვა

სიტყვა _  ბგერათშეერთება, რომელსაც ლექსიკური მნიშვნელობა აქვს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიტკბო

სიტკბო  _  ტკბილი გემო    ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას და სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სისხლი

სისხლი  _   წითელი ფერის სითხე, რომლის მიმოქცევაც წარმოებს ორგანიზმში, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის უჯრედთა კვებას და ნივთიერებათა ცვლას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული … Read more

Categories

სისტემა

სისტემა  _    სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისაგან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანონი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელითსრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

სინჯი

სინჯი  _ მასალის მცირედი ნაწილი, რომლის ანალიზით და შემოწმებითაც მთელი მასალის თვისება და ხარისხი ირკვევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია … Read more

Categories

სინანული

სინანული  _ უკმაყოფილება, წუხილი ჩადენილი შეცდომის ან არასწორი, უღირსი საქციელის გამო, შეცდომის ან დანაშაულის აღიარება, დანანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი  და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

სინაზე

სინაზე  _   სინარნარე, სისათუთე, ნაზობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილი და წინ მიმართულია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმწარე

სიმწარე _  1. მწარის თვისება, მწარე გემოს ქონა; 2.  გაჭირვება, უბედურება; ტანჯვა, წვალება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში თითი მოხრილია ცხვირთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

სიმძლავრე

სიმძლავრე  _ დიდი ძალის, ღონის ქონა, სიძლიერე, ძლიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპყრობა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და … Read more

Categories

სიმცირე

სიმცირე  _   მცირე რაოდენობა, სიცოტავე, ნაკლებობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმთვრალე

სიმთვრალე  _  მთვრალის მდგომარეობა, მთვრალობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სიმღერა

სიმღერა _  ლექსთან შეწყობილი მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმსივნე

სიმსივნე _  დაავადება, ორგანიზმის დაავადებულ უჯრედთა არაკანონზომიერი გამრავლება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია საჩვენებელი  და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელის გაშლილი თითებით სრულდება მაკრატლისებური მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმდიდრე

სიმდიდრე  _ მდიდრის მდგომარეობა, მდიდრად ყოფნა, ბარაქა, დოვლათი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდიდარი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს და წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

სიმბოლო

სიმბოლო  _  რაიმე ცნების ან იდეის გამომხატველი პირობითი ნიშანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები მოხრილია ფალანგებში, მარცხენა ხელის თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories