სკოლა

სკოლა  _ სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც ახალგაზრდები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით იღებენ სათანადო განათლებას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ /“თავში ჩადება“  _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“ _  ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული,  საჩვენებელი … Read more

Categories ს

სკივრი

სკივრი _  სახურავიანი დიდი ყუთი სხვადასხვა საოჯახო ნივთების შესანახად, ზანდუკი, კიდობანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით,  მარჯვენა მოხრილ იდაყვზე განთავსებულია ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის  დონეზე.

Categories ს

სიჭრელე

სიჭრელე  _  ჭრელი ფერის ქონა, ჭრელი ფერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით რკალურ მოძრაობას ასრულებს ზემოდან ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მესამე, … Read more

Categories ს

სიჭარბე

სიჭარბე  _ ჭარბი რაოდენობა, სიბევრე   ორნაწილიანი, ორხელიანი ასიმეტრიული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ _ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა … Read more

Categories ს

სიწითლე

სიწითლე  _    წითელი ფერის ქონა, წითელი ფერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. … Read more

Categories ს

სიძველე

სიძველე  _  ძველის თვისება, ხანგრძლივად ხმარებაში ყოფნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ _ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories ს

სიძე

სიძე _   ქმარი ცოლის ნათესავებისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიჭი“ _ ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი  თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახის მეორადი, შემომატებული წევრი“ _ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ხელი ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი … Read more

Categories ს

სიცხე

სიცხე  _   ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იღლიასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ს

სიცხე

სიცხე  _    ჰაერის ან ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება შუბლს და მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ს

სიცოცხლე

სიცოცხლე _  დრო ცოცხალი არსების, ორგანიზმის დაბადებიდან სიკვდილამდე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories ს

სიჩქარე

სიჩქარე  _   ჩქარი მოძრაობა, მოქმედება, სისწრაფე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩქარა“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩქარე“ _ სხეულისკენ … Read more

Categories ს

სიჩუმე

სიჩუმე  _  დუმილი, მდუმარება, სიწყნარე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ტუჩზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, … Read more

Categories ს

სიღატაკე

სიღატაკე _  ღატაკად ყოფნა, უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით  წინ მიმართულია მარჯვენა მხართან განთავსებული მარცხენა ხელისგული, წინ მიმართულია მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია. … Read more

Categories ს

სიღარიბე

სიღარიბე  _ ღარიბის მდგომარეობა, სიღატაკე, არქონა, გაჭირვება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები გაშლილი და ოდნავ ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ს

სიფხიზლე

სიფხიზლე _  ფხიზლის მდგომარეობა, ფხიზლად ყოფნა, უძილობა, ფხიზლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმთვრალე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისრულე“ _ მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, … Read more

Categories ს