საგარეო

საგარეო  _  ქვეყნის ან ოჯახს გარეთ, სახლს გარეშე გამოსაყენებელი, სახმარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

საგანძური

საგანძური  _  ხაზინის განყოფილება, რომელშიც სახელმწიფო განძი ინახებოდა, სალარო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმდიდრე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და სრულდება მოძრობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

საგანი

საგანი  _   კონკრეტული მატერიალური მოვლენა, რომელსაც გრძნობის ორგანოებით აღვიქვამთ, ნივთი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნივთი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირი  _  15  რესპუბლიკისგან შემდგარი ქვეყანა, რომელიც დაიშალა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით რამდენჯერმე სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

საბუთი

საბუთი   _      რისამე დამამტკიცებელი აზრი ან ფაქტი, არგუმენტი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საბრძოლო

საბრძოლო  _  ბრძოლისათვის განკუთვნილი, ბრძოლასთან დაკავშირებული, საომარი, საბრძოლველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ომი“ _  ქვევით მიმართულია  ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი გაშლილი თითებით, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

საბრალო

საბრალო     _      შესაბრალისი, საცოდავი, საწყალი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

საბოლოო

საბოლოო  _  ბოლოსათვის, დასასრულისათვის განკუთვნილი, რაც ბოლოს იქნება,  ბოლონდელი, უკანასკნელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზურგებით ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

საბედისწერო

საბედისწერო  _  ბედისწერით განსაზღვრული, დამღუპველი, საუბედურო, ცუდი შედეგის მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ / „ბედისწერა“ _  სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს და ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები … Read more

Categories

საბარგო

საბარგო  _ ბარგისათვის განკუთვნილი, ბარგისა, სატვირთო, საბაგაჟო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარგი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრე, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია … Read more

Categories

საბანი

საბანი _  ლოგინის ნაწილი, რომელსაც ზედ იხურავენ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები თითქმის ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება  რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საბაბი

საბაბი  _   მიზეზი, გარემოება, შემთხვევა, რომელიც რაიმე მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული, გამოგონილი მიზეზი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება  განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საამო

საამო _  სიამის მომგვრელი, სასიამოვნო, საამებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემრიელი“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით ხელი ეხება ლოყას და ქვევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმაყოფილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს … Read more

Categories

საალერსო

საალერსო  _  ალერსის გამომხატველი, ალერსის შემცველი, ალერსიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალერსი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარცხნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული  მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

სააგენტო

სააგენტო   _  დაწესებულება, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციის ან კერძო პირთა დავალებებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აგენტი“_ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, … Read more

Categories