საინფორმაციო

საინფორმაციო  _ ინფორმაციის ხასიათისა, ინფორმაციისათვის განკუთვნილი,  ინფორმაციული, ინფორმაციისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინფორმაცია“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუბლთან მიტანილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მხრებთანაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა, ხელები ზევით-ქვევით გადაადგილდება; ჟესტის … Read more

Categories

საიმედო

საიმედო  _   მედის მომცემი, იმედის აღმძვრელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ … Read more

Categories

საითკენ

საითკენ  _   რა მიმართულებით, რომელი მხრისაკენ, საით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი, თანდებული „-კენ“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. … Read more

Categories

საით

საით  _   რა მიმართულებით, რომელი მხრისაკენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული  თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

საიდუმლო

საიდუმლო  _  რასაც სხვებს არ უმჟღავნებენ, გარეშეთაგან დაფარული რამ     ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ,  გაშლილი ცერი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება მსუბუქად და ქვევით მოძრაობს, შემდეგ _ მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

საიდან

საიდან _  რა ადგილიდან, რომელი მხრიდან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგული, ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სათხოვარი

სათხოვარი  _  რაც უნდა სთხოვონ ვისმე   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართული და  ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სათუო

სათუო  _  საეჭვო, პირობითი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საეჭვო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, თავით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თუ“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი … Read more

Categories

სათუთი

სათუთი  _    ნაზი, ნებიერი, აზიზი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სათნო

სათნო  _  კეთილი, გულკეთილი, ლმობიერი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

სათითაოდ

სათითაოდ  _ თითო-თითო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელია მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი კი მარცხენას წინაა განთავსებული, გაშლილი და  ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ჯერ მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, შემდეგ _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სათვალე

სათვალე  _   თვალებზე გასაკეთებელი ორი მინისაგან შემდგარი ხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ერთმანეთისკენ მიმართული გაშლილი ცერებითა და საჩვენებელი თითებით ღია წრეებია გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სათბური

სათბური _ მინის სახურავისა და კედლების მქონე შენობა, სადაც სინათლისა და სითბოს საჭირო პირობების დაცვით ხელოვნურად აშენებენ მცენარეებს, ორანჟერეა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, ხელები წინ გადაადგილდება ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ … Read more

Categories

სათაური

სათაური _  წიგნის, ნაშრომის, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება, დასახელება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილი და ზევით აღმრთულია ცერი, მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე … Read more

Categories

სათანადო

სათანადო   _ შესაბამისი, შესაფერი, ჯეროვანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories