სამარე

სამარე  _  ორმო მიცვალებულის დასამარხავად, საფლავი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით და ერთმანეთზე დაწყობილი ხელებით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

სამარადისო

სამარადისო  _  სამუდამო, საუკუნო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია არათითი, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამალავი

სამალავი  _    დასამალავი, საფარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამალვა“ _ მარჯვენა  ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას ხელის წინ მოძრაობს, მსუბუქად ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

სამაგალითო

სამაგალითო _    მაგალითად გამოსადეგი, სანიმუშო, კარგი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ / „ნიმუში“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ … Read more

Categories

სალარო

სალარო  _  შენობა, ოთახი, სადაც წარმოებს ფულის მიღება, შენახვა და გაცემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სალარო“ _ ხელისგული მარცხნივაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

სალამი

სალამი _  გამარჯობა, მისალმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სალათი

სალათი  _  ცივი კერძი, რომელსაც ამზადებენ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისაგან (ზოგჯერ ხორცისა და თევზისაგანაც)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური „არევა (საჭმლის)“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

საკუთარი

საკუთარი  _  კერძო, ინდივიდუალური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

საკუთარი

საკუთარი  _  რაც ვისმე ეკუთვნის, რასაც ფლობს ვინმე, კუთვნილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული  ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საკონსულო

საკონსულო _  ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლობა კონსულის მეთაურობით სხვა სახელმწიფოს რომელიმე ქალაქში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კონსული“ _ მარჯვნივ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ … Read more

Categories

საკმაო

საკმაო  _  საკმარისი, სამყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

საკვირველი

საკვირველი   _  საოცარი, განსაცვიფრებელი, გასაკვირველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

საკეთილდღეო

საკეთილდღეო _  კეთილდღეობისათვის განკუთვნილი, საბედნიერო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ _ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

საკაცობრიო

საკაცობრიო  _ კაცობრიობისათვის განკუთვნილი, კაცობრიობის დამახასიათებელი, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზოგადოება“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

საკამათო

საკამათო  _  კამათის გამომწვევი, სადაო, საცილობელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories