რესპუბლიკა

რესპუბლიკა  _    სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის გარკვეული ვადით არჩეულ პირებს თუ ორგანოებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

რეორგანიზაცია

რეორგანიზაცია  _    დაწესებულების, ორგანიზაციის გადაკეთება, გარდაქმნა, სტრუქტურის შეცვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რეფორმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more

Categories

რემონტი

რემონტი _    დაზიანებულის, გაცვეთილის, დაძველებულის, დანგრეულის შეკეთება, აღდგენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

რელიგია

რელიგია  _   ზებუნებრივი ძალების, ღმერთების, სულების რწმენა, სარწმუნოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

რეკონსტრუქცია

რეკონსტრუქცია   _   ძირფესვიანი გარდაქმნა, გადახალისება, გაუმჯობესება, ახალი პრინციპების მიხედვით, უკეთესად მოწყობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადალაგება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ _  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

რეკომენდაცია

რეკომენდაცია  _    ვისიმე მუშაობის, საქმიანობის დადებითი დახასიათება წერილობით ან სიტყვიერად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით; მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა ხელისგული ზურგით ეხება მარცხენას; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბავი“ / … Read more

Categories

რეკლამა

რეკლამა    _      განცხადება, პლაკატი, გადაცემა ან სხვა ღონისძიება რამეზე მასის ყურადღების მისაპყრობად, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, მარცხენა ცერი ეხება შუათითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ხელის პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რეკვა

რეკვა _    დარეკვა, (ზარის დარეკვა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

რეისი

რეისი     _  მოგზაურობა,  გზა, მანძილი, რომელსაც ტრანსპორტი გაივლის საწყისი პუნქტიდან საბოლოო პუნქტამდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმოსვლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი  მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

რეისი

რეისი _   თვითმფრინავის გზა, საავიაციო ტრანსპორტით მგზავრობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _  წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნუმერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

რეზოლუცია

რეზოლუცია   _   ყრილობაზე, კრებაზე, თათბირზე მიღებული დადგენილება, გადაწყვეტილება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ხელისგულისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ტეხილი ტრაექტორიით ჯერ ზევით და შემდეგ კი _  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რეზინი

რეზინი  _    რბილი და დრეკადი ნივთიერება, ვულკანიზებული კაუჩუკი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება ხან განსვლითი, ხან დაახლოებითი განმეორებადი, მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რევოლუცია

რევოლუცია _ გადატრიალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული  ხელისგულები, ზემოდან განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზედაპირს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რევიზია

რევიზია   _  გადასინჯვა, შემოწმება, რისიმე მუშაობის გამოკვლევა მოქმედების სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესვლა“ _ მარჯვნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი თითებით, მარცხნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

რედაქცია

რედაქცია  _   1. საგამომცემლო ოფისი; 2. გარკვეული სახით დამუშავებული ტექსტი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაფურცვლა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი გაშლილი თითის წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე … Read more

Categories