რაიონი

რაიონი  _   გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სხვა ნიშნის მიხედვით გამოყოფილი ტერიტორიული ერთეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories რ

რაინდი

რაინდი _ კეთილშობილი, დიდსულოვანი, გმირი ვაჟკაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საულვაშეზე ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _  ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories რ

რაიმე

რაიმე   _  რამე, რაღაც   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი … Read more

Categories რ

რადიუსი

რადიუსი  _  1.  მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეხაზის (ან სფეროს) ცენტრს მის რომელიმე წერტილთან; 2. რისამე გავრცელების ან მოქმედების არე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories რ

რადიო

რადიო   _  კავშირგაბმულობა და მაუწყებლობა მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ყურთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories რ

რადიაცია

რადიაცია  _   სხივების ფრქვევა, ელექტრომაგნიტური ტალღების გამოშვება,  გამოსხივება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება პოზიციის მონაცვლეობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ … Read more

Categories რ

რა

რა  კითხვითი ნაცვალსახელი, იხმარება ყველაფრის მიმართ გარდა ადამიანისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories რ