ყანწი

ყანწი   _     ღვინო-არყის სასმელი რქა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ _  მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ყანწის) ფორმა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა საჩვენებელ თითს ეხება … Read more

Categories

ყანა

ყანა  _    თავთავიანი კულტურის ნათესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ / „მცენარე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“  _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული  თითებით, … Read more

Categories

ყალბი

ყალბი   _    არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს მიმსგავსებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული  თითებით მიმართულია ზევით, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ყავა

ყავა  _     დახალული და დაფქული მარცვლიდან შემზადებული ცხელი სასმელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

ყავა

ყავა  _     დახალული და დაფქული მარცვლიდან შემზადებული ცხელი სასმელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული  თითებით მიმართულია ზევით, მარცხნივ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქალი

ქალი  _   მდედრობითი სქესის ადამიანი, დედაკაცი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories