ყინული

10

ყინული   _   ყინვისაგან გამკვრივებულ-გამაგრებული წყალი

 

ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ /“ყინული“ _  ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ნახევრწრიული ტრაექტორიის მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული; ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ყინულის) სისქე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილია ცერები, გაშლილი ზედა ფალანგებში სწორად მოხრილი ოთხი თითი ცერების პარალელურია ორივე ხელზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყინვა

9

ყინვა  _   ძლიერი სიცივე, სუსხი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ნახევრადწრიული ტრაექტორიის მოძრაობა და ბოლო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყიდვა

8

ყიდვა   _    ფულით რისამე შეძენა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელის თითების წვერები ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყვირილი

7

ყვირილი   _    ხმამაღლა ძახილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ყვინთვა

6

ყვინთვა   _    წყალში ჩაყურყუმელავება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითების მონაცვლებითი რხევით მარჯვენა ხელი წინ და ქვევით გადაადგილდება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყველი

5

ყველი   _    რძისგან დამზადებული საკვები პროდუქტი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყველგან

4

ყველგან   _    ყოველ ადგილას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველა“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი განთავსებულია მკერდის მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  ფორმა _  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ყველაფერი

3

ყველაფერი  _    ყველა რამე, ყოველივე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველა“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი განთავსებულია მკერდის მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყველა

2

ყველა  _   გამონაკლისის გარეშე, მთლიანად, სულ, ყოველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი განთავსებულია მკერდის მარცხენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ყვავილი

1

ყვავილი   _     მცენარის გამრავლების ორგანო, რომელიც მეტწილად შედგება ყვავილსაფრის, ბუტკოსა და მტვრიანებისაგან

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი წინ მოძრაობს, ბოლო ფაზაში გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ყვავი

10

ყვავი   _   ყორნისებრთა ოჯახის საშუალო სიდიდის რუხი ან შავი ფრინველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _  სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _  წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ყელი

9

ყელი  _  კისრის წინა ნაწილი, სადაც მოთავსებულია საყლაპავი და სასულე მილები

 

ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ყბედი

8

ყბედი   _    ბევრის მოლაპარაკე, მოლაყბე, ლაქლაქა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული, ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყაჩაღი

7

ყაჩაღი   _   შეიარაღებული თავდამსხელი, მძარცველი, ავაზაკი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყაყაჩო

6

ყაყაჩო  _   წითელყვავილა მცენარე, იზრდება ყანებში და ბალახოვან ფერდობებზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ _ ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: