ნამეტანი

ნამეტანი  _   მეტისმეტი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა მაჯაზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და  მოხრილი ცერით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნამდვილი

ნამდვილი  _  ჭეშმარიტი, მართალი, ნაღდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ნალი

ნალი _   ჩლიქის მოყვანილობის ბრტყელი რკინა, რომელსაც მუშა საქონელს (ცხენს ან ხარს) აკრავენ ჩლიქებზე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ნალექი

ნალექი _  ლექი, სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერება, რომელიც პატარა მკვრივი ნაწილაკების სახით გროვდება რაიმე ფსკერსა და კედლებზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხნივ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. … Read more

Categories

ნაკრები

ნაკრები _   შეკრებილი, სხვადასხვა ნაწილებისაგან, ელემენტებისაგან შედგენილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

ნაკლი

ნაკლი  _  დეფექტი, ცუდი თვისება, რაც რისამე ან ვისიმე სისრულეს აკლია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ნაკლები

ნაკლები  _   შედარებით ცოტა, შედარებით მცირე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით  სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ნაკითხი

ნაკითხი    _    ვისაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _  სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განათლებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

ნაკეცი

ნაკეცი  _   (ქსოვილის, ქაღალდის) მოხრის, მოკეცის ადგილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება მარცხენა ხელისგულს, შემდეგ იგივე მოძრაობა სრულდება მარცხენა ხელით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ნაკბენი

ნაკბენი   _   კბენის ადგილი, ნაკბილარი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ქვედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი, ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს და თითების წვერებით ეხება მარცხენა მაჯას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაკაწრი

ნაკაწრი  _   რაც გაკაწრეს, კაწვრის კვალი, ნაფხაჭნი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს, ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაკადული

ნაკადული  _  ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე მცირე წყალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული  თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიედინება (წყალი)“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, კლაკნილი … Read more

Categories

ნაკადი

ნაკადი _   1. სწრაფად მიმდინარე წყალი; 2. რისამე (ბევრისა) განუწყვეტელი მოძრაობა რაიმე მიმართულებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები მარჯვნივ მოძრაობს ერთად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ნაირსახეობა

ნაირსახეობა  _  სხვადასხვაობა, მრავალფეროვნება, სახესხვაობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაირ-ნაირი“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხვანაირი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ … Read more

Categories

ნაირ-ნაირი

ნაირ-ნაირი _   სხვადასხვა სახისა, სხვადასხვაგვარი, სხვადასხვანაირი, სხვადასხვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories