ნაკადული

6

ნაკადული  _  ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე მცირე წყალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული  თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიედინება (წყალი)“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი  წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.