ნათქვამი

ნათქვამი  _  მონათლული ნათლიის მიმართ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი გამოსახავენ ღია წრეს, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური … Read more

Categories

ნათლული

ნათლული _   მონათლული ნათლიის მიმართ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონათვლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, … Read more

Categories

ნათლია

ნათლია  _  მომნათლავი ნათლულის მიმართ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე … Read more

Categories

ნათესავი

ნათესავი _   ახლობელი წინაპრების ერთი შთამომავალი მეორისათვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელები თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნათელი

ნათელი  _   სინათლით მოცული, სინათლიანი, შუქიანი, განათებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.

Categories

ნაზად

ნაზად   _     სათუთად, აზიზად, სუსტად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეჩერდი“ _ ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია წინ, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი … Read more

Categories

ნაზი

ნაზი   _      სათუთი, აზიზი, სუსტი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნავსადგური

ნავსადგური   _  გემების მისადგომი სადგური, ნავსაყუდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითები ერთმანეთის წვერებით ეხება და ხელები წინ გადაადგილდება ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადგური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ნავი

ნავი _   წყალში საცურავი მოგრძო და ღრმა ხის ჭურჭელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ზევით მიმართულია ნეკებით ერთმანეთზე მიტყუპებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ნავთობი

ნავთობი _   თხევადი ორგანული ზეთოვანი საწვავი ნივთიერება, რომელიც მიწის წიაღში მოიპოვება, მისგან მიიღება ნავთი, ბენზინი და სხვ.   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნავთი“ / „ბენზინი“  / „დიზელი“ _ მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ზევით,  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა … Read more

Categories

ნავთი

ნავთი _   ნავთობის გადამუშავებით მიღებული მოლურჯო ფერის საწვავი სითხე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ზევით,  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ნეკი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნავაჭრი

ნავაჭრი  _    რაც ივაჭრეს:  ნაყიდი ან გაყიდვით აღებული თანხა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გაყიდვა“ _ ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

ნადირობა

ნადირობა _  გარეული ცხოველების ან ფრინველების თოფით ხოცვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია  მარცხნივ და ზევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ ხელისგულები მიმართულია … Read more

Categories

ნადირი

ნადირი  _  გარეული მტაცებელი ცხოველი, მხეცი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაგლეჯი

ნაგლეჯი  _  ნაფლეთი, ნახევი, ნაწყვეტი     ორხელიანი, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარცხენა ხელი ზევითაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები შეკრულია მუშტებად; სრულდება განსვლითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა: მარჯვენა ხელი  მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, … Read more

Categories