ნელა

ნელა  _  აუჩქარებლად, დინჯად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და წინ მიმართულია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნეკი

ნეკი _   ყველაზე პატარა, განაპირა, ცერიდან მეხუთე თითი ხელზე ან ფეხზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება გაშლილ და ზევით აღმართულ მარცხენა ნეკს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნეიტრალური

ნეიტრალური _   არც ის, არც ეს, საშუალო, რაც არავითარ ძალას, მოქმედებას არ იჩენს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნებაყოფლობითი

ნებაყოფლობითი _    ნებაყოფლობის საფუძველზე შექმნილი, თავისი ნებით ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მკერდს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი _ მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ / „დამოუკიდებელი“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და … Read more

Categories

ნებართვა

ნებართვა  _    მოპოვებული უფლება რისამე გასაკეთებლად, შესასრულებლად მიღებული დასტური, თანხმობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ნება

ნება _   თავისი შეხედულების ან სურვილის მიხედვით მოქცევის უფლება ან შესაძლებლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდომა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ _  გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა … Read more

Categories

ნდომა

ნდომა  _  სურვილი, წადილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნდობა

ნდობა  _   საიმედოდ მიჩნევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნახტომი

ნახტომი  _  გადახტომით დაძლეული მანძილი, გადახტომით გადაადგილება   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის სწრაფი მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნახმარი

ნახმარი _   რაც იხმარეს, მოხმარებული, გამოყენებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტარება“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი საჩვენებელი თითით და ცერით ეხება მარცხენა არათითს, სრულდება განმეორებადი, წრიული … Read more

Categories

ნახვამდის

ნახვამდის  _   მშვიდობით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ნახევარკუნძული

ნახევარკუნძული _  ხმელეთის ნაწილი, რომელიც სამი მხრით ზღვით არის შემოსაზღვრული, ხოლო მეოთხე მხრით მატერიკთანაა შეერთებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _  მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ; ჟესტის მეორე … Read more

Categories

ნახევარი

ნახევარი _   შუაზე ტოლად განაყოფი, ერთი მეორედი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ,  მარცხენა _ მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნახატი

ნახატი  _   ხატვით გამოყვანილი, დახატული, სურათი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხატვა“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სურათი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში … Read more

Categories

ნახარში

ნახარში  _  რაც იხარშებოდა, მოხარშული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხარშვა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცველობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხორცი“ _  ქვევით მიმართულია ყელთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და … Read more

Categories