კატეგორიული

კატეგორიული  _  გადამწყვეტი, უცილობელი, მტკიცე, უყოყმანო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მკერდს ეხება ქვევით ჩაწეული შუა თითი, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა „ბეჭდვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

კატეგორია

კატეგორია  _ 1. ლოგიკური ცნება, რომელიც განზოგადებულ ფორმაში ასახავს ობიექტური სინამდვილის მხარეებს, მათ ურთიერთკავშირსა და მიმართებას; 2. რიგი, თანრიგი, წყება, ჯგუფი, ხარისხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

კატასტროფა

კატასტროფა  _ გამოუვალი უბედურება, უბედური შემთხვევა, ამბავი უაღრესად მძიმე, საბედისწერო შედეგებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აფეთქება“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული შეკრული მუშტებით, ორივე … Read more

Categories

კატა

კატა  _ პატარა შინაური ცხოველი, რომელიც ნადირობს თაგვებსა და ვირთაგვებზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეფარება მარცხენა ხელს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კასრი

კასრი  _   გამოფუღრული მორისაგან ან ფიცრებით გაკეთებული მოზრდილი ჭურჭელი     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და ხელები ერთმანეთისკენ მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კარტოფილი

კარტოფილი  _ ბოსტნეულის სახეობა, იკეთებს სახამებლით მდიდარ მიწისქვეშა ტუბერებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი … Read more

Categories

კარი

კარი  _ შესასვლელის ხის ან რკინის დასახური, ცალი გვერდით დამაგრებულია კედელზე ან ჩარჩოზე, ხოლო მეორე კი თავისუფლად მოძრაობს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეფარება მარცხენას და ასრულებს  მოძრაობას მარჯვნივ, ბოლო ფაზაში წინ  მიმართულია მარჯვენა ხელის თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კარდაკარ

კარდაკარ  _ კარიდან კარზე, ერთი სახლიდან მეორეში, ეზო-ეზო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით  მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ  მიმართული თითებით,  მარჯვენა ხელი მაჯით ზემოდან ადევს მარცხენას და ასრულებს მოძრაობას წინ რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

კარგვა

კარგვა  _ შეუმჩნევლად ნივთის სადღაც გაქრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებით ხელი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ფართოდ … Read more

Categories

კარაქი

კარაქი _  ცხიმი, რომელიც მიიღება რძის დღვებით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი გარეთ მიმართულ მოძრაობას ასრულებს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და ასრულებს … Read more

Categories

კარადა

კარადა  _   სხვადასხვა საოჯახო ნივთების შესანახი მაღალი და ვიწრო ხის ყუთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, ნეკი და  საჩვენებელი თითი გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კაჟი

კაჟი  _ სხვადასხვა ფერის ძალიან მაგარი ქვა, იხმარებოდა ცეცხლის დასანთებად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი … Read more

Categories

კაპიტალი

კაპიტალი  _ ქონება, სიმდიდრე, დოვლათი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები, ხელი ეხება სხეულს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება სხეულს, ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

კაპიკი

კაპიკი  _   საბჭოთა ფულის უმცირესი ერთეული, მანეთის მეასედი     ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, ცერი  და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კაპასი

კაპასი  _  ანჩხლი, ავი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, თითები გაშლილია, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories