კოცნა
კოცნა _ ამბორი, სიყვარულის, ალერსის, პატივისცემის გამოსახატავად ტუჩებით შეხება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ მოძრაობს და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.