გახაზვა

გახაზვა –   ხაზის გასმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართულია იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელისგული, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჭყლეტა

გაჭყლეტა  – გასრესა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აღმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

გაჭუჭყიანება

გაჭუჭყიანება  –  გასვრა, გაბინძურება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით ერთმანეთის მიმართულებით, ხელისგულები ეხება ერთმანეთს, ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაქირავება

გაქირავება  –  რამე ქონების ქირით გაცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჭიანურება

გაჭიანურება  – დაყოვნება, გაწელვა, გაგრძელება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჭედვა

გაჭედვა  –   მჭიდროდ ჩასმა, ჩარჭობა, გაჩრა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ერთმანეთს ეხება მჭიდროდ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაჭაღარავება

გაჭაღარავება  –  თმის გათეთრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“  – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, … Read more

Categories

გაწყობა

გაწყობა  –  გაშლა, დაგება, გასწორება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწყვეტა

გაწყვეტა  – გაგლეჯა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა – მარცხნივ,  ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და თითები იშლება ბოლო ფაზაში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაწმენდა

გაწმენდა  –  ჭუჭყის, მტვრის მოცილება, გასუფთავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა მკლავს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწითლებული

გაწითლებული  –  წითლად შეღებილი, სიწითლემოდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“–სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით. … Read more

Categories

გაწითლება

გაწითლება –  წითლად შეღებვა, წითლად გახდომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ასრულებს მოძრაობას ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაწვრთნა

გაწვრთნა –  სისტემატური ზემოქმედებით რაიმე ჩვევების გამომუშავება, გაწაფვა, დახელოვნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გაწვალება

გაწვალება  –  ტანჯვა, წამება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწაფვა

გაწაფვა   –  ხელის გაჩვევა, დაოსტატება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „აზრი“ /“გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შებლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესწავლა-გაგება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით გადადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories