გაიაფება

გაიაფება  –  ჩამოფასება, ფასის დაკარგვა, იაფად ქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრავენ მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ასრულებს მოძრაობას ქვევით რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გათხრა

გათხრა  –  მიწის ამოღება, თხრილის გაკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გათლა

გათლა  –  თლით ზედაპირის გასწორება, დანით ან სათლელით რამისთვის წვერის გაკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეულია ხელები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ორივე საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გათიშვა

გათიშვა  –   გამორთვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გათვალისწინება

გათვალისწინება  – რაიმეს წინასწარ განსაზღვრა, წინასწარ მხედველობაში მიღება, წარმოდგენა, განჭვრეტა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  ქვევით, მარცხენა – წინ, ორივე ხელზე გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გათეთრება

გათეთრება –  თეთრი ფერის დადება, თეთრად გახდომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით წრე იკვრება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თვალის მოჭრა“ – ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი … Read more

Categories

გათამაშება

გათამაშება  –  შეთამაშება, თამაშით გატარება ან წაყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გათავება

გათავება – დამთავრება, მორჩენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ასევე ქვევითაა მიმართული და ქვემოთ ჩაწეული შუა თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზედაპირს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ორივე ხელიგული გაშლილი თითებით და მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

გაზრდა

გაზრდა  – ზრდისათვის ხელის შეწყობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

გაზიარება

გაზიარება  – განდობა, ვინმესთან თქმა, გამხელა, გამჟღავნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები რიგრიგობით ეხება შუბლს თითების წვერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გაზი

გაზი  –  აირი, ნივთიერების აიროვანი მდგომარეობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაზაფხული

გაზაფხული  – წელიწადის დრო ზამთარსა და ზაფხულს შორის (მარტი, აპრილი, მაისი)   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გაგრილება“ – ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადნობა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა … Read more

Categories

გავსება

გავსება  – სავსედ ქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიით მოძრაობა მარცხნივ და წინ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გავრცელება

გავრცელება –  რამისთვის  ასპარეზის გაფართოვება, ცნობადობის გაზრდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გავლილი

გავლილი  –  გადაადგილებული, გასული. ვინც ან რამაც გაიარა, სვლით ადგილგადანაცვლებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითები მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories