გათეთრება – თეთრი ფერის დადება, თეთრად გახდომა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით წრე იკვრება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვალის მოჭრა“ – ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა – წინ, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ზევით გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.