გუგა

გუგა  –  თვალის ფერად გარსში მოქცეული მრგვალი ხვრელი, საიდანაც შედის სინათლე, თვალისჩინი, ბაია   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი თითი გაშლილი და სახისკენ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა თვალისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გრამი

გრამი  –    წონის ერთეული   ჟესტის პირველი ნაწილი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ დაქტილით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წონა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გრამატიკა

გრამატიკა  – ენის მეცნიერული აღწერა, მორფოლოგიური და სინტაქსური სისტემები   ჟესტი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ დაქტილით.  

Categories

გისოსი

გისოსი  _  რკინის დამცავი ბადე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, მარცხენა ხელის თითები ზედ ადევს მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს, ორივე ხელით ერთდროულად სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაწურვა

გაწურვა –  მოჭერით, დაწნეხით წვენის, სითხის გამოდენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით და ზევით განთავსებული ცერებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწითლებული

გაწითლებული  –   სახეალეწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ – სახის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გაცემა

გაცემა  –  ღალატი, დაბეზღება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“– ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამყიდველი“ – ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, … Read more

Categories

გაქრობა

გაქრობა  –  1. გაუჩინარება  2. წვის შეწყვეტა, დავსება, დაშრეტა,  ჩაქრობა, დაქრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ნიკაპთანაა მიტანილი, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაფრთხილება

გაფრთხილება –  მოსალოდნელი საფრთხის  წინდაწინ გრძნობა, სიფრთხილის გამოჩენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ / „იყავი“ – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ზემოთ აწეული ცერი თითით ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

გაუფრთხილებლობა

გაუფრთხილებლობა  –  სიფრთხილის უქონლობა, სიფრთხილის გამოუჩენლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით … Read more

Categories

გარეუბანი

გარეუბანი  –  არაცენტრალური უბანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბანი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული … Read more

Categories

გარემო

გარემო –  არემარე, მიდამო, რაიმეს გარემომცველი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წრე“ / „ირგვილივ“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება წინ მიმართული რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

გარეთ

გარეთ  –   კარში, სახლის გარე, ცის ქვეშ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქუჩა“ –  ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“ / „ადგილი“  – ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული … Read more

Categories

გაჟღენთა

გაჟღენთა   –  სითხის ან სუნის გაჯდომა- გაჯერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადინება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება … Read more

Categories

განცდა

განცდა  –  ძლიერი ემოციური მდგომარეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია … Read more

Categories