გარემო

040

გარემო   არემარე, მიდამო, რაიმეს გარემომცველი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წრე“ / „ირგვილივ“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება წინ მიმართული რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არე“/ „ადგილი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.