დაბნევა

დაბნევა  _  დაფანტვა, მობნევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მომდევნო ფაზაში ხელისგულები  ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაბმული

დაბმული _  თოკით ან ჯაჭვით რამეზე დამაგრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა _ მარცხნივ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაბალი

დაბალი  _ მცირე სიმაღლისა, ქვევიდან ზევითკენ მცირე ზომისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ და ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითები გაშლილია, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი და მარჯვნივ მიმართული, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაბადება

დაბადება  _  შობა, გაჩენა (ცოცხალი არსებისა)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

დაახლოებული

დაახლოებული  _ ახლოს მოსული, მოახლოებული, ახლომყოფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაახლოება

დაახლოება  _  ახლოს მოყვანა, მოტანა, ახლოს მისვლა, მიახლოება, მოახლოება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს და მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაარსებული

დაარსებული  _  გახსნილი, საფუძველჩაყრილი, შექმნილი, რაც დააარსეს, გაიხსნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე … Read more

Categories

დაარსება

დაარსება  _ საფუძვლის ჩაყრა, დაფუძნება, შექმნა, გახსნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაავადებული

დაავადებული  _  ავადმყოფი, სნეული   რთული ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ … Read more

Categories

დაავადება

დაავადება _ დაავადმყოფება, დასნეულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ … Read more

Categories

და

და   მაერთებელი კავშირი (ფრაზის ორი ერთგვარი წევრისა ან ორი წინადადების)   ფორმა მოცემულია დაქტილებით დ და ა.  

Categories

და

და   ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ეშვება ქვემოთ და ზემოთ აღმართული მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories