და

053

და  _ ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ეშვება ქვევით და ზევით აღმართული საჩვენებელი თითით ეხება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

დუქანი

8

დუქანი _  წვრილი სავაჭრო ან პატარა სასადილო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით გამოსახულია ოთხკუთხედის ფორმა, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

დუმილი

7

დუმილი  _ ჩუმად ყოფნა, არაფრის თქმა, ხმის ამოუღებლობა, მდუმარება, სიჩუმე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ტუჩზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

დუმა

6

დუმა  _ ცხვრის ქონიანი დიდი კუდი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკანალი“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია თავისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დრუნჩი

5

დრუნჩი _  ცხოველის (საქონლის) ცხვირი, დინგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „დინგი“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

დოლი

4

დოლი  _ საკრავი, წარმოადგენს ღრუ ცილინდრს, რომლის ორივე მხარეს გადაკრულია ტყავი; უკრავენ თითების ან ორი ჩხირის ცემით

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დილა

3

დილა  _  დღის დასაწყისი, დღის პირველი ნაწილი, დღის ადრეული საათები, დრო მზის ამოსვლიდან შუადღემდის (დაახლოებით 12 საათამდე)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ და წინ მიმართულია ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

დიდი

2

დიდი _  ჩვეულებრივზე მეტი სიდიდით, ზომით მოცულობით, ტევადობით, სივრცით

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დიდებული

1

დიდებული  _ ღირსშესანიშნავი, დიადი, ჩინებული

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში ყველა თითი ფართოდ გაშლილია და ხელი წინ არის წამოწეული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

დაჯდომა

10

დაჯდომა  _ მჯდომარე მდგომარეობის მიღება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, ქვევით დაშვებულია გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაჯახება

9

დაჯახება  _ რამეზე, ერთმანეთზე მაგრად მიხლა, მიხეთქება, დატაკება, დაძგერება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, განზე გაწეული იდაყვებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ სინქრონულად მოძრაობს და ბოლო ფაზაში ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაჯავშნა

8

დაჯავშნა  _ ჯავშნის დადება, რისამე ხელუხლებლად დაცვა, შენახვა გარკვეულ დრომდე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და მუშტად შეკრული თითებით ეხება გაშლილ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დახუჭვა

7

დახუჭვა  _ ქუთუთოების შეკვრა, ქუთუთოების გადმოფარება თვალზე, ქუთუთოებით  თვალის დახურვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი ზემოთ აღმართულია, ცერები გაშლილია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, თვალები გახელილია, ბოლო ფაზაში ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია და თვალები დახუჭულია. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

კატეგორია:

დახურული

6

დახურული  _  მიხურული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელი რკალური ტრაექტორიით სინქრონულად მოძრაობს ერთმანეთისკენ და ქვევით, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დახურვა

5

დახურვა  _ გაღებულის მიხურვა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: