დაბანა

დაბანა _   წყლით გასუფთავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაირა

დაირა   _ ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული საკრავი, რომელსაც ხელის ცემით ხმას გამოაღებინებენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა  ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ,  მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაიმედებული

დაიმედებული  _  იმედმიცემული, გამხნევებული, შეგულიანებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშვიდი“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მკერდს და ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

დაიმედება

დაიმედება  _  იმედის მიცემა, გამხნევება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „არის“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა … Read more

Categories

დათხოვნილი

დათხოვნილი  _ გაშვებული, გასტუმრებული (განსაზღვრული დროით)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათხოვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება,  დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე … Read more

Categories

დათხოვნა

დათხოვნა  _ სამსახურიდან გათავისუფლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათხოვნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

დათხოვნა

დათხოვნა  _ წასვლის ნებართვის მიცემა, გაშვება, გასტუმრება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება,  დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით და განზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დათქმული

დათქმული _  წინასწარ შეთანხმებული, ერთმანეთთან პირობად დადებული, დანიშნული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათქმა“ _ ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

დათქმა

დათქმა  _  წინდაწინ თქმა, წინასწარ შეთანხმება, პირობის დადება რისამე შესასრულებლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დათრობა

დათრობა _  მათრობელა ალკოჰოლიანი სასმელის დალევით გაბრუჟვა, გამოთრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დათრგუნული

დათრგუნული   _    დაჯაბნილი, დაბეჩავებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრგუნვა“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დათმობა

დათმობა  _ სხვის სასარგებლოდ რამეზე ხელის აღება, ნებით მიცემა, დანებება (რაიმესი)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე მიდებულია ზედა ფალანგებთან გადაჯვარედინებული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრავენ მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დათვი

დათვი   _  დიდი ზომის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი, აქვს გრძელი ბალანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დათვალიერებული

დათვალიერებული  _  თვალით გასინჯული, ნანახი, შემოწმებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათვალიერება“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

დათვალიერება

დათვალიერება  _  თვალით გასინჯვა, დაკვირვება, ნახვა, გაცნობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories