დაკვრა

დაკვრა  _     რამეზე მაგრად დაბმა, გაკვრა, დამაგრება (თოკით…)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამობმა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, ერთმანეთისკენ და ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი … Read more

Categories დ

დაკვრა

დაკვრა   _        დარტყმა, ცემა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია წინ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში  ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories დ

დაკვლა

დაკვლა  _  ყელის გამოჭრით ან გულში დანის დაკვრით მოკვლა (ცხოველის ან ფრინველის)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული ცერით მიმართულია ქვევით, მასთან ახლოს განთავსებულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მკვეთრი მოძრაობა მარჯვნივ და სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დაკერებული

დაკერებული  _ რაც დააკერეს, კერვით რაიმეს შეკეთება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაკერება“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და მარჯვნივ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; … Read more

Categories დ

დაკერება

დაკერება  _ კერვით რაიმეს შეკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და მარჯვნივ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დაისი

დაისი  _  მზის ჩასვლის დრო, საღამო ხანი, მწუხრი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories დ

დაბმა

დაბმა _ თოკით ან ჯაჭვით რამეზე დამაგრება, თავისუფალი მოძრაობის საშუალების მოსპობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ცერით და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და იღებს მარცხენა ხელის კონფიგურაციას, ხელი ცერით და საჩვენებელი თითებით გადაეჭდობა მარცხენა … Read more

Categories დ

დაბლობი

დაბლობი  _ დაბალი, დაცემული ადგილი, დავაკებული ადგილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,  

Categories დ

დაბინდული

დაბინდული  _  ბინდით მოცული, ბინდიანი, დაბურული, გაურკვეველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით დაშვებული ცერებით, ორივე ხელით გაშლილი თითები ქვევით იხრება სინქრონულად და ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories დ

დაბეჭდვა

დაბეჭდვა  _  ბეჭდვა, დასტამბვა, დაწერილის ან დახატულის გამოსახვა ქაღალდზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და წინ,   ბოლო ფაზაში მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories დ

დაბეჭდვა

დაბეჭდვა   _  დაბეჭდვა, დაწერილის ან დახატულის გამოსახვა ქაღალდზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories დ

დაბეჯითებით

დაბეჯითებით  _ დაჟინებით, გადაჭრით, მტკიცედ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს. … Read more

Categories დ

დაბერება

დაბერება  _  ხანში შესვლა, მოხუცება, ასაკის მომატება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ლოყასთან ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება, ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories დ

დაბეზღება

დაბეზღება  _  დასმენა, გაცემა, ბეზღება, ამბის მიტანა, ენატანიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა … Read more

Categories დ

დაბევება

დაბევება  _  ბეს მიცემით რისამე შეკვეთა შესაძენად, საყიდლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ზედ ედება მარცხენა ხელისგულს, მარცხენა ცერი მარჯვენა ხელისგულს ზემოდან გადაეჭდობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ