ბერი

ბერი _ სასულიერო პირი, რომელსაც ყველაზე მკაცრი ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოვალურად მოხრილი ხელი ნიკაპთანაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარტოობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა … Read more

Categories

ბერვა

ბერვა _ სულის შებერვა, ჰაერის ნაკადის გამოშვება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ბერეტი

ბერეტი   _  მრგვალი უფარფლო რბილი ქუდი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ოდნავ ზემოთაა განთავსებული, ხელები ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება თავის დონეზე.

Categories

ბენზინი

ბენზინი  _   მანქანის საწვავი, ადვილად აალებადი მსუბუქი სითხე, ნავთობპროდუქტი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბელტი

ბელტი _  ბარით ან სახნისით მოჭრილი მიწის მონაკვეთი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მრგვალი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ … Read more

Categories

ბელადი

ბელადი _ მეამბოხეთა ჯგუფის წინამძღოლი,  მებრძოლთა მეთაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გმირი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული შეკრული მუშტებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მიემართება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ _ ზევით განთავსებულია სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელი მუშტად … Read more

Categories

ბეზღება

ბეზღება _  დასმენა, დაბეზღება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული პირთან მიტანილი, მოხრილი თითებით, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში  ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ბევრჯერ

ბევრჯერ  _  მრავალჯერ, მრავალგზის, ხშირად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით ქვევიდან ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ბევრი

ბევრი _ დიდი რაოდენობა, მრავალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბედნიერება

ბედნიერება  _   ნეტარება, ლხენა, სიამე,  დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდა   ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით რკალური ტრაექტორიით; ბოლო ფაზაში ცერი, საჩვენებელი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელები წინ არის გამოწეული, ხელისგულები ქვევითაა მიმართული. ჟესტი … Read more

Categories

ბედისწერა

ბედისწერა  _ განგება,  ხვედრი, იღბალი, ბედის წინასწარ განსაზღვრულობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ _ ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ჯვარს გამოსახავს შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი … Read more

Categories

ბედი

ბედი  _  განგება, სვე, წერა, ხვედრი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ჯვარს გამოსახავს შუბლზე. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

ბებია

ბებია  _   დიდედა, დედის ან მამის დედა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი სახეს ეხება ლოყაზე, წრიულად მოძრაობს და ქვემოთ ეშვება. ჟესტი სრულდება სახის დონეზე,

Categories

ბებერი

ბებერი  _  მოხუცებული ადამიანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.          

Categories

ბე

ბე    თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან … Read more

Categories