ამბისტანია

ამბისტანია   _   დამბეზღებელი, ენის მიმტანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამ /ეს

ამ /ეს _ ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აგრარული

აგრარული  _ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სოფელი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ფართოდ  გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ  გაშლილი თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; … Read more

Categories

აბი

აბი   _    წამლის ტაბლეტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები  ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „(აბის) ფორმა“  _ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია. … Read more

Categories

აბა

აბა  _  შეგულიანების, წაქეზების ფორმა   ერთხელიანი, მრავალფაზიანი ჟესტი, მუშტად შეკრულია თითები და გაშლილი ცერი ნიკაპის გასწვრივ სხეულის პერპენდიკულარულად ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, თითი მსუბუქად ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

აზრი

აზრი  _ ფიქრისა და მსჯელობის პროდუქტი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.      

Categories

ადგილი

ადგილი  _  სივრცის ნაწილი დედამიწაზე   ორხელიანი, სიმეტრული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,

Categories

ადამიანი

ადამიანი  _  მოაზროვნე ცოცხალი არსება   ერთხელიანი, დინამიკური, ჟესტი, ხელისგული მიმართულია პირდაპირ და ქვევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, ხელი ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება  მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories

აგება

აგება   აშენება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ერთად შეტყუპებული და სწორად მოხრილია ოთხი თითი, საჩვენებელი თითი ეხება ცერს, სრულდება ორჯერადი (ან სამჯერადი) რკალური მოძრაობა ერთმანეთისკენ  და ამავდროულად ზემოთ მიმართული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

ავტორი

ავტორი  _  პირი, რომელიც ქმნის რამეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი  მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის … Read more

Categories

აჯიკა

აჯიკა  _  დაფქული წიწაკა სხვადასხვა სანელებლით შემზადებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“  _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითების რხევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საწებელი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და სხეულისკენ მოძრაობს რკალური … Read more

Categories

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი  _ პომიდვრის, ბადრიჯნისა და კარტოფილისაგან მომზადებული შეჭამანდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბადრიჯანი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

აჯანყება

აჯანყება  _  ამბოხება, მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ახსნა

ახსნა _  რამის რაობის გაგება, გარკვევა, გამოცნობა, განმარტება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები ფართოდაა გაშლილი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

ახლოს

ახლოს  _ მცირე მანძილის დაშორებით, იქვე, სიახლოვეს, მახლობლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories