გაფრენა

გაფრენა  –  ფრენა, ფრენით წასვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელი ზევით გადაადგილდება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories

გაფრენა

გაფრენა  –  ფრენა, ფრენით წასვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაფორმება

გაფორმება – 1. ფორმის მიცემა;  2. ჩანაწერის გაკეთება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სიმეტრიული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

გაფლანგვა

გაფლანგვა  – განიავება, უყაირათოდ დახარჯვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითების წვერებს, ბოლო ფაზაში მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაფიცვა

გაფიცვა –  მუშაობის ორგანიზებული საპროტესტო შეწყვეტა ეკონომიკური ან პოლიტიკური მოთხოვნების შესრულების მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაფართოება

გაფართოება   –  სიგანის მომატება, ფართობის, მოცულობის  გადიდება, გაგანიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაფანტვა

გაფანტვა    –    მიყრა­-მოყრა, გაბნევა, მიმოფანტვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაუხმაურებელი

გაუხმაურებელი  –  უთქმელი, არგაჟღერებული, საჯაროდ ართქმული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება წინ მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი … Read more

Categories

გაუქმება

გაუქმება  – უარყოფა, ანულირება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს ჯერ გარეთა მიმართულებით და შემდგომ კი – შიდა მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაუფუჭებელი

გაუფუჭებელი  –  რაც ვერ გაფუჭდება, მწყობრიდან ვერ გამოვა   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაფუჭება“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

გაუფორმებელი

გაუფორმებელი  – რაც გაფორმებული არ არის, ფორმამიუცემელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სიმეტრიული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ –  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

გაურკვეველი

გაურკვეველი  – გამოუკვლეველი, გამოუძიებელი, განუსაზღვრელი, ბუნდოვანი, გაუგებარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

გაუმჯობესება

გაუმჯობესება  – უკეთესობის დატყობა, უკეთესად გახდომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზემოთ აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაუმაძღარი

გაუმაძღარი –  ვინც (რაც) ვერ ძღება, ვერ ყოფნის რამე, ვერ კმაყოფილდება, ხარბი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაძღარი“ – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

გაუმარჯოს

გაუმარჯოს – გამარჯვების, წარმატების სურვილის გამოხატვა ვინმეს (რაიმეს) მიმართ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული და მკერდზე მიდებულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები წინ გამოდის და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories