გაუმაძღარი

5

გაუმაძღარი   ვინც (რაც) ვერ ძღება, ვერ ყოფნის რამე, ვერ კმაყოფილდება, ხარბი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაძღარი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მუცლის დონეზე.