გაურკვეველი

7

გაურკვეველი   გამოუკვლეველი, გამოუძიებელი, განუსაზღვრელი, ბუნდოვანი, გაუგებარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.