დამთავრება

დამთავრება  _  დასრულება, მორჩენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და გაშლილი თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დამდნარი

დამდნარი _   რამე ნივთიერებისგან  მიღებული თხევადი ფორმა   ორნაწლიანი ჟეტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლღობა“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ … Read more

Categories

დამდგარი

დამდგარი  _ ფეხზე მდგომი, გაჩერებული, დაყენებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრული, სტატიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დგომა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

დამბალი

დამბალი  _  დასველებით დარბილებული, გაჟღენთილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყროლებული“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება ლოყას ცხვირთან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი წინ გამოდის და სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დალბობა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული … Read more

Categories

დამარხული

დამარხული  _  დასაფლავებული, დაკრძალული, დასამარებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკრძალვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

დამარხვა

დამარხვა   _    დასაფლავება, დაკრძალვა, დასამარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით და ერთმანეთზე დაწყობილი ხელებით გამოსახულია დახურული ფორმა, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

დამალული

დამალული  _  ძნელად მისაგნეელ ადგილას მოთავსებული, შენახული, მოფარებული, დაფარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამალვა“_ მარჯვენა  ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას წინ და ქვევით მოძრაობს, ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა  ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია … Read more

Categories

დამალვა

დამალვა _  სადმე ფარულ, მიუგნებელ ადგილას შენახვა, მოფარება, უჩინარყოფა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას წინ და ქვევით მოძრაობს, ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

დალურჯებული

დალურჯებული  _ გალურჯებული, ლურჯად შეფერილი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია … Read more

Categories

დალურჯება

დალურჯება   _ ლურჯი ფერის მიღება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

დალექილი

დალექილი  _ რაც დილექა, ფსკერზე დაგროვილი, ძირზე მოქცეული, სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

დალექვა

დალექვა  _ ლექის ძირზე მოქცევა, სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერების გამოყოფა და დაძირვა, ფსკერზე დაგროვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით  მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

დალბობილი

დალბობილი  _ სითხით დარბილებული, დასველებული, სითხით გაჟღენთილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დალბობა“ / „რბილი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყროლებული“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება ლოყებს ცხვირთან, დანარჩენი … Read more

Categories

დალბობა

დალბობა  _  სითხით დარბილება, დასველება, სითხით გაჟღენთა ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

დაკუზვა

დაკუზვა _  დაღუნვა, დახრა (ადამიანის)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories